საქართველოს აეროპორტებში ფრენების აღდგენისთვის ემზადებიან

აეროპორტების გაერთიანების დირექტორ თამარ არჩუაძის განცხადებით, საქართველოს აეროპორტები საზღვრების გახსნისა და საერთაშორისო ფრენების აღდგენისთვის ემზადება.

„1-ლი ივლისიდან საქართველოს ცა იხსნება საერთაშორისო ფრენებისთვის, ეს მოხდება ეტაპობრივად, იმ ეპიდემიური სიტუაციის გათვალისწინებით, რაც მსოფლიოშია. აეროპორტები ამ ყველაფრისთვის ემზადება – ხდება აეროპორტების დასტიკერება, სკანერების მონტაჟი, იმისათვის რომ მგზავრებმა, სოციალური დისტანციის დაცვით, მაქსიმალურად კომფორტულად შეძლონ პროცედურების გავლა. მგზავრებისთვის აუცილებელი იქნება გამოცხადდნენ პირბადით, სიცხის შემთხვევაში, მოუწევთ დამატებითი შემოწმების გავლა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არ აღმოაჩნდებათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომემბი, შეძლებენ, ჩვეულებრივად გაემგზავრონ მათთვის სასურველ ქვეყანაში, რომელიც ასევე გაგვიხსნის საზღვრებს“ – აცხადებს თამარ არჩუაძე.

საქართველოში 15 ივნისიდან შიდა ტურიზმი განახლდება. იგეგმება ფრენების აღდგენა და ვიზიტორების მიღება. პირველი ივლისიდან კი ქვეყანა უცხოელ ტურისტებსაც მიიღებს

მსგავსი თემები