„საქართველოს აალებულ საზღვრებს უნდა მივხედოთ, ცეცხლის რკალში ვართ მოქცეული“ – ელიკო წიკლაური-ლამიხი (ვიდეო)

“ჩვენ ვერ ვახერხებთ ჩვენი საზღვრების დაცვას“ – აცხადებს გერმანიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი პროფესორი ელიკო წიკლაური-ლამიხი „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას, რომელიც ინიციატივას აყენებს და აალებული საზღვრების დასაცავად ბრძოლას იწყებს.

საუბარია ინიციატივაზე, რომელიც მიტოვებულ, საზღვრისპირა რეგიონების მიმართ ინტერესს გაზრდის და იქ დასახლება ყველას მოუნდება.

„შატილი ჩვენი ერთ-ერთი მარგალიტია. ჩემი ინიციატივის მიზანია სასაზღვრო რეგიონებში, მოსახლეობისთვის ისეთი საცხოვრებელი პირობების შექმნა, რომელიც, ადგილობრივებს იქ ცხოვრებას გაუადვილებს და იქ ცხოვრება ყველას მოუნდება. საქართველო არის ტერიტორია, რომელიც მოქცეულია კონფლიქტური ზონების სივრცეში და გამორიცხული არ არის,  საფრთხეების რკალი კიდევ უფრო დაგვიახლოვდეს. ჩვენ ვერ ვახერხებთ ჩვენი საზღვრები დაცვას. ერთადერთი ბუნებრივი საშუალება, რაც დღეს მსოფლიოში არსებობს, ერის მსგავს ადგილებში მოსახლეობის ხელოვნურად ჩასახლება. თუნდაც, ისრაელის მაგალითი სადაც ჩასახლებულებს ნორმალურად ცხოვრებისთვის ყველანაირ პირობებს უქმნიან“ – განუცხადა ელიკო წიკლაური-ლამიხმა „მედიაცენტრ მთავარს“.

რაც შეეხება ინიციატივას, ის ცეცხლის რკალის გარღვევასა და წილი პასუხისმგებლობის აღებას გულისხმობს.

„ჩემი ინიციატივაა, სასაზღვრო რეგიონებში მოსახლეობისთვის და განსაკუთრებით ახალგაზრდებისა და ბავშვებისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომელიც მაცხოვრებლებს იქ არსებობას გაუადვილებს და ყველას მოუნდება იქ დასახლება.  თუნდაც, ამ ცეცხლწაკიდებულ შატილის საჯარო სკოლის სახით, ჩვენ წამოვიწყოთ და შევქმნათ ფონდი, სადაც ყველა საშუალებას მოვიზიდავთ. ამ დღეებში გვექნება საბანკო ანგარიშიც, სადაც, მსურველს შეეძლება ჩარიცხოს გარკვეული თანხა“ – განუცხადა ელიკო წიკლაური-ლამიხმა „მედიაცენტრ მთავარს“.  

მისივე თქმით, მსგავსი აქტივობით, საქართველოს თითოეული მოქალაქე საკუთარ წილ პასუხისმგებლობას ინაწილებს ქვეყნის დაცვის კუთხით.

„ევროპაში, ახალგაზრდები სულაც არ არიან დაინტერესებულები, იცხოვრონ ფეშენებელურ სასტუმროებში. ევროპელი ახალგაზრებისთვის მსგავსი ადგილები უფრო მიმზიდველია, ვიდრე ფეშენებელური სასტუმროები. მივხედოთ შატილს, შევქმნათ იქ ახალგაზრდული ცენტრი, სადაც ყველას შეეძლება ზაფხულობით ჩავიდეს. მივმართავ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს. ვინც იცის ასეთი ადგილების ფასი, ყველა ჩაერთვება ამ საქმიანობაში. თუნდაც, შეიქმნას ბანაკი, შატილის ბავშვთა აკადემია. ნიშანდობლივია ისიც, რომ ეს სკოლა არ იყო ცუდ მდგომარეობაში. რეაბილიტირებული იყო და რატომღაც, გაჩნდა ცეცხლი. მიმაჩნია, რომ ეს არის ის ნიშანი, როგორც პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, რომ მიექციათ ყურადღება, მანამდე კი არავის გქონდა ამისთვის სახსრები. ამ სკოლის აალებული სურათი თითოეული ჩვენგანისთვის უნდა გახდეს სიგნალი, რომ მივხედოთ საქართველოს აალებულ საზღვრებს, რადგანაც, ჩვენ ნამდვილად ცეცხლის რკალში ვართ მოქცეული. მსგავსი კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრების შექმნა იქნება საზღვრების დაცვისთვის გაღებული ჩვენი წილი პასუხისმგებლობა“, – აცხადებს საქართველოში ვიზიტად მყოფმა ელიკო წიკლაური-ლამიხმა.    

შეგახსენებთ, რომ ელიკო წიკლაური-ლამიხი გახლავთ მსოფლიო და საერთაშორისო სისხლის სამართლის, გერმანიის, მაქს/პლანკის ინსტიტუტში პოსტსაბჭოური ქვეყნების კოორდინატორ/ექსპერტი, კონფლიქტოლოგი, კრიმინოლოგი და საერთაშორისო მედიატორი. ამჯერად, მისი საქართველოში ვიზიტი უკავშირდება საერთაშორისო კონფერენციას თემაზე:  კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ფულის გათეთრების საკითხები.

„ჩვენ ვერ ვახერხებთ ჩვენი საზღვრების დაცვას“ – აცხადებს გერმანიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი პროფესორი ელიკო წიკლაური-ლამიხი „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას, რომელიც ინიციატივას აყენებს და აალებული საზღვრების დასაცავად ბრძოლას იწყებს.

P.S. აღნიშნული ინტერვიუ ჩაწერილია 2019 წლის ოქტომბრის თვეში. თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, „მედიაცენტრი მთავარი“ მას ხელხლა აქვეყნებს.

https://mcm.ge/აალებულ-საზღვრებს-უნდა/

მსგავსი თემები