საქართველოდან უცხოეთში სამედიცინო ნიღბების გაგზავნა აიკრძალა

„საქართველოს ფოსტის“ გადაწყვეტილებით, საქართველოდან უხცოეთში,  საფოსტო გზავნილით ნებისმიერი რაოდენობის სამედიცინო ნიღბის გაგზავნა იკრძალება.

განცხადებას „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ:  

„საქართველოს ფოსტა“ გაცნობებთ, რომ 2020 წლის 27 თებერვლიდან იკრძალება საქართველოს ფარგლებს გარეთ საფოსტო გზავნილით (მიუხედავად გზავნილის სახეობისა), ნებისმიერი რაოდენობის სამედიცინო დანიშნულების ნიღბის (პირბადის) გაგზავნა.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აკრძალვის მიუხედავად, გამგზავნის მიერ სამედიცინო დანიშნულების ნიღბის (პირბადის) გაგზავნის შემთხვევაში, საფოსტო გზავნილი შესაძლებელია დაექვემდებაროს ჩამორთმევას ან უკან დაბრუნებას. ამასთან, ასეთ შემთხვევაში, გამგზავნს არ აუნაზღაურდება მის მიერ გადახდილი საფოსტო გზავნილის გაგზავნის ღირებულება”,-აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის საფრთხიდან გამომდინარე, სამედიცინო ნიღბების დეფიციტი მთელ მსოფლიოში შეიქმნა, მათ შორის საქართველოშიც. არსებული ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი ის გახდა, რომ იმ ქვეყნის მოქალაქეებმა, სადაც „კორონავირუსი“ აქტიურია, საქართველოდან დიდი რაოდენობის ნიღბები გაგზავნეს.

მსგავსი თემები