საქართველოდან ირანში 100-ზე მეტი მოქალაქე გაემგზავრა

ირანსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის შეზღუდვის შემდეგ, დღეს ირანის მიმართულებით კიდევ ერთი რეისი შესრულდა. ამჯერად ირანში 100-ზე მეტი მოქალაქე გაემგზავრა.

მგზავრების ინფორმაციით, ბილეთში იმაზე მეტი გადაიხადეს, ვიდრე შეზღუდვის დაწესებამდე იხდიდნენ.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ცნობით, ირანის მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად კიდევ რამდენიმე ავიარეისი განხორციელდება.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, დროებით შეჩერდა მგზავრების საჰაერო გზით შემოყვანა ირანიდან საქართველოში, ავიაკომპანიებს კი შესაძლებლობა მიეცათ, ჩამოფრინდნენ საქართველოში ცარიელი ბორტებით და უზრუნველყონ საქართველოდან ტურისტების გადაყვანა ირანის მიმართულებით.

მსგავსი თემები