“საქაერონავიგაციის“ ბიზნესგეგმაში მივლინების ხარჯი ხელოვნურად გაზრდილი, წარმომამდგენლობითი ხარჯები კი ხელოვნურად შემცირებულია

„საქაერონავიგაციის“ შესაბამისობის აუდიტის დოკუმენტის მიხედვით, შპს „საქაერონავიგაციის“ 2017 წლის სამივლინებო ხარჯმა შეადგინა 1,549,698 ლარი, საიდანაც 1,305,752 ლარი ქვეყნის გარეთ მივლინებაზე, ხოლო − 243,946 ლარი ქვეყნის შიგნით მივლინებაზე დაიხარჯა.

როგორც, სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში წერია, ბიზნესგეგმაში ხელოვნურად იზრდება მივლინების ხარჯების და შესაბამისად, მცირდება წარმომამდგენლობითი ხარჯების მუხლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, 22 დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების23 შესაბამისად. ბრძანების მიხედვით, სამივლინებო ხარჯები შედგება სადღეღამისო, ბინის დაქირავებისა და მგზავრობის ხარჯებისგან.

საქაერონავიგაციის ბიზნესგეგმის შედგენისა და შესრულების ანგარიშგების სახელმძღვანელოში განსაზღვრული ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით, მივლინება მოიცავს სადღეღამისო, სასტუმროს, მგზავრობის და მივლინებაში გაწეულ წარმომადგენლობით ხარჯებს, რაც არ შეესაბამება ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სამივლინებო ხარჯების კატეგორიებს.

სახელმწიფო აუტიდის განმარტებით, ბიზნესგეგმაში მივლინების ხარჯებისხელოვნურად ზრდამ და წარმომამდგენლობითი ხარჯების ხელოვნურად შემცირებამ, შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს მმართველობითი ორგანოების გადაწყვეტილებებზე, როგორც დაგეგმვის, ასევე ანგარიშგების ეტაპზე. დოკუმენტში ხაზია გასმული, რომ კომპანიის მიერ მივლინებაში გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯები ფინანსურ ანგარიშგებაში ასახულია სწორად და არ არის მიკუთვნებული მივლინების ხარჯებს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა შპს „საქაერონავიგაციის” (შემდგომ − კომპანია ან საქაერონავიგაცია) 2017 წლის შესაბამისობის აუდიტი და მოიცვა კომპანიის შემოსავლები და ხარჯები. კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა საქართველოს საჰაერო სივრცესა და საქართველოს აეროპორტებში სააერნაოსნო მომსახურების გაწევა. სააერნაოსნო მომსახურება მოიცავს საჰაერო მოძრაობის მართვასთან დაკავშირებულ შემდეგ მომსახურებებს: საჰაერო სივრცისა და მოძრაობის ნაკადების ორგანიზება, საავიაციო კავშირგაბმულობა, სანავიგაციო და სარადიოლოკაციო მომსახურება, საავიაციო მეტეოროლოგიული მომსახურება, ჰაერსანაოსნო ინფორმაციით და საძებნ-სამაშველო მომსახურება.

მსგავსი თემები