„საფრთხე უსიმპტომო გადამტანი პაციენტები არიან, იმედია ის რესურსი, რაც აქვს კლინიკას არ დაგვჭირდება“ – კახა იშხნელი

„დღეს ვირუსს ჩვენ ვხვდებით 105 საწოლით. შესაძლებელია, სტანდარტულად გავიშალოთ 202 საწოლზე და კიდევ ვამბობ, საველე პირობებზე გადასვლის შემთხვევაში 240 ადგილიც შეიძლება, რაც ჩვენი კლინიკის მაქსიმალური შეიძლებკიბა იქნება. ამაში იგულისხმება მთლიანი სამედიცინო აღჭურვილობია“ – ამის შესახებ ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა კახა იშხნელმა “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა.

კახა იშხნელი არ ვარაუდობს, რომ საავადმყოფოს სრული აღჭურვილობის გამოყენება დასჭირდება.

„სხვადასხვა სიუჟეტის განვითარებას ვხვდებით სხვადასხვა გეგმებით. ამ ყველაფერს შესაძლოა დაემატოს მიმღების საწოლებიც, ესაა სრული აღჭურვილობა, საბოლოო ჯამში 240 საწოლი მაქსიმუმი, თუმცა სასუნთქი აპარატი ყველა საწოლს ვერ ექნება და იქნება ჟანგბადი მიყვანილი. 220 პაციენტი ღმერთმა ააცილოს ცალკეულ კლინიკებს ეს ძალიან ბევრია. შესაბამისობაში არის სასუნთქი აპარატები, თუმცა ამ სტატისტიკებს ჩვენთან არ ველოდებით,“ – განაცხადა კახა იშხნელმა „მედიაცენტრ მთავარში.“

კახა იშხნელის მოსაზრებით საფრთხე დაინფიცირების უსიმპტომო პაციენტები არიან.

„საფრთხეა გადამტანი, უსიმპტომო  პაციენტები, ამიტომ მოვუწოდებთ ყველას დარჩნენ სახლში და არ დააავადონ ხანდაზმულები. კორონავირუსებს აქვთ კიდევ ერთი რამ, ჩვენ გვიწევს ცხოვრება კორონავირუსთან, არის უამრავი მათი მონათესავე ვირუსები, რომლებიც არის ჩვენს ირგვლივ და მსუბუქად გადაგვაქვს. უკვე ის ქვეყნები, რომლებიც მწყობრად ებრძვიან და წარმატებულები არიან ვითვალისწინებთ მათ გამოცდილებას. მინდა ვთქვა, რომ ბევრი კარგი რამ ვნახეთ, ვნახეთ ის, რომ ისინი ემზადებიან მომავალი ზამთრისთვის, ის ქვეყნები, რომლებიც ფიქრობენ ამ ყველაფერზე გააგრძელებენ ფიქრს როგორ ვიცხოვრებთ ამ ვირუსთან ერთად. თუმცა, არის სასიხარულო ინფორმაცია, რომ გერმანიამ ოთხი ვაქცინა ჩაუშვა კვლევაზე. ინფექციონისტები ვარაუდობენ, რომ ძალიან დიდი რაოდენობა არის უსიმპტომო ან მცირე სიმპტომით მოავადე პაციენტები, დეფინიცია უსიმპტომო ნიშნავს, რომ სიმპტომი საერთოდ არ არის“ – განაცხადა კახა იშხნელმა „მედიაცენტრ მთავარში.”


„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები