საფრანგეთში, 11 მაისიდან მოსწავლეები სკოლებში ნებაყოფლობით დაბრუნდებიან

“საფრანგეთში სკოლები 11 მაისს გაიხსნება, მაგრამ მშობლები არ იქნებიან ვალდებული, ბავშვები სკოლებში გაუშვან”, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

მოსწავლეების სკოლებში დაბრუნება მომდევნო კვირების განმავლობაში გაგრძელდება, თუმცა კლასში 15 მოსწავლეზე მეტი არ იქნება.

საჯარო სივრცეში ნიღბების ტარება  გახდება რეკომენდებული, მაგრამ არა სავალდებულო.

მსგავსი თემები