საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელ ქართველთა რაოდენობა მატულობს

საფრანგეთის ლტოლვილებისა და აპატრიდების დაცვის ბიუროს (OFPRA) ინფორმაციით, 2017 წელს საფრანგეთში თავშესაფარი საქართველოს 1542-მა მოქალაქემ მოითხოვა, რაც წინა წლის მაჩვენებელს ორჯერ აღემატება. შარშან ეს ციფრი 940 იყო.
თავშესაფრის მაძიებელთა შესახებ სტატისტიკური მონაცემები ყოველწლიურ დასკვნაშია მოცემული.
უწყების ინფორმაციით, თავშესაფრის მაძიებლები ძირითადი მოტივად ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების პოლიტიკურ დევნას ასახელებენ, რომელიც აქტივისტების განცხადებით, კოალიცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო.
„თავშესაფრის თხოვნის დანარჩენ მოტივებს შორის ეთნიკური კონფლიქტები, საოკუპაციო ძალების ქმედებები, სექსუალური ნიშნით შევიწროება, ოჯახში ძალადობა და ადამიანის ღირსების შემლახველ პირობებში სასჯელის განმეორებით მოხდის შიში წარმოადგენს. ასევე გაიზარდა ისეთი ბიზნესმენებისგან შემოსული განაცხადები, რომლებიც პოლიტიკური ძალების მხრიდან დანაშაულებრივ ქმედებებს უჩივიან“, – აღნიშნულია დასკვნაში.

 

 

 

 

მსგავსი თემები