საფრანგეთი ყალბი ინფორმაციის გამავრცელებლებს დააპატიმრებს და 75 000 ევროთი დააჯარიმებს

საფრანგეთის მთავრობა, იმ საინფორმაციო საშუალებებს, რომლებიც ყალბ ინფორმაციას ავრცელებენ, მკაცრ სანქციებს უწესებს. საუბარია პატიმრობასა და 75 000 ევროს ოდენობის ჯარიმაზე.

კანონი ცრუ ინფორმაციის გამავრცელებლების შესახებ, საფრანგეთის პარლამენტმა ერთი თვის უკან მიიღო.

საფრანგეთის ახალი კანონი საარჩევნო პერიოდზე ვრცელდება და სანქციაზე გადაწყვეტიელბის უფლებას მოსამართლეებს ანიჭებს. კანონპროექტის ინიციატორი თავად საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონია.

„ეს არის აუცილებელი პირობა თავისუფალი, ღია და უსაფრთხო ინტერნეტისთვის, როგორც ეს მის დამფუძნებელ მამებს ჰქონდათ წარმოდგენილი“ – ასეთია მაკრონის გზავნილი. კანონი საფრანგეთს უფლებას აძლევს, ნებისმიერი უცხოური ტელევიზია გათიშოს, რომელიც „ყალბ ახალი ამბებს“ ავრცელებს.

რაც შეეხება სანქციას, კანონის დამრღვევს ერთ წლიანი პატიმრობა და 75 000 ევროს ჯარიმის გადახდა მოუწევს.

მსგავსი თემები