საფრანგეთი საქართველოსა და კიდევ 14 ქვეყანას საზღვრებს უხსნის

საფრანგეთი საკუთარ საზღვრებს ევროკავშირის მიერ რეკომენდირებული ქვეყნების მოქალაქეებს გაუხსნის. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა, ჟან-ბაპტისტ ლემოიენმა განაცხადა.

„დღეიდან გარე საზღვრებს ვხსნით მოგზაურებისა და ტურისტებისთვის მესამე ქვეყნებიდან, რომლებიც ევროკავშირის საბჭოს სიაში მოხვდნენ. ტურიზმის სფეროს პროფესიონალები მზად არიან ისინი მიიღონ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საფრანგეთში“, – განაცხადა ჟან-ბაპტისტ ლემოიენმა.

ევროკავშირის საბჭომ ოფიციალურად დაასახელა უსაფრთხო ქვეყნების სია და რეკომენდაცია მისცა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, პირველი ივლისიდან ამ ქვეყნების მოქალაქეებს შესვლის ნებართვა მისცენ. 14 უსაფრთხო ქვეყანას შორის საქართველოც მოხვდა.

მსგავსი თემები