საფრანგეთის ოფიციალურ საბუთებში ცხინვალი რუსეთის ტერიტორიად განიხილება

​საფრანგეთი ცხინვალს რუსეთის ტერიტორიად აღიარებს, ოფიციალურ საბუთებში, საქართველოს ერთ-ერთი ისტორიული რეგიონი რუსეთის ტერიტორიად არის მოხსენიებული. ამას მოწმობს მართვის მოწმობის საბუთი, რომელიც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, ტელეკომპანია “TV პირველის” ეთერში წარმოადგინა.

​როგორც ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, 5 წლის განმავლობაში ცდილობდა გაერკვია, რატომ იყო მოხსენიებული საფრანგეთის მიერ ცხინვალი რუსეთის ტერიტორიად და შედეგად მიიღო პასუხი, რომ ამგვარად არის მათი პროგრამა აწყობილი და ამ ტექნიკურ ნაწილს ვერ შეცვლიან.

მისივე თქმით, ეს ჩანაწერი ფრანგულ დოკუმენტებში მაშინ გაჩნდა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ერთ-ერთი მაღალი თანამდებობა ეკავა და შეეძლო ეზრუნა ამ პრობლემის გამოსწორებაზე.

“საფრანგეთში აღებული მართვის მოწმობაში მიწერია დაბადების ადგილი ქალაქი ცხინვალი, რუსეთი. ეს ჩანაწერი ფრანგულ დოკუმენტებში გაჩნდა მაშინ, როდესაც სალომე ზურაბიშვილი იყო საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო ერთ-ერთი მაღალჩინოსანი. როდესაც ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა, არც მაშინ უზრუნია ასეთი “პრიმიტიული” პრობლემების მოგვარებაზე. 5 წელი შევალიე მე, სახელმწიფო ორგანოებთან ჭიდაობას, რომ ეს ჩანაწერი წაეშალათ, ბოლოს მივიღე ძალიან მარტივი პასუხი, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაპროგრამებული აქვს პროგრამა ისე, რომ ამის შეცვლა შეუძლებელია. დაბადების ადგილი ცხინვალი, რუსეთის. არა საბჭოთა კავშირი, არამედ რუსეთი. სალომე ზურაბიშვილის მონდომება რომ ჰქონოდა, ამას მოაგვარებდა. ეს ვერ მოუგვარებია მას და საქართველოდან რუსეთის საოკუპაციო ჯარების გაყვანა მივაწეროთ? იძულებული ვარ მქონდეს ეს საბუთი, უცხოეთში რომ დავდივარ მჭირდება”, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

მსგავსი თემები