საუნივერსიტეტო კლინიკაში COVID-19-ით ინფიცირებული 13 წლის მოზარდი მოათავსეს

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში  COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებს კიდევ ერთი, 13 წლის ბავშვი დაემატა, რომელის მდგომარეობაც სტაბილურია.  

კლინიკის ხელმძღვანელის თქმით, ბავშვი პედიატრებისა და ინფექციონისტების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. 

“რაც შეეხება 80 წლის ქალბატონის მდგომარეობა მკვეთრად დადებითი. ამის გათვალისწინებით, მისი ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის მოხსნა რამდენიმე საათში იგეგმება. 

ჩვენ ასევე გვყავს ორსული, რომელიც 22 კვირისაა, მისი მდგომარეობა კი ამ ეტაპზე დადებითია და ის ფიზიოლოგიურ პირობებში იმყოფება. რაც შეეხება, მეორე 19 წლის ორსულს, ისიც და მისი ნაყოფიც ფიზიოლოგიურ პარამენტრებშია​. ჩვენი კლინიკა დინამიურად იღებს პაციენტებს,” – განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა. 

მსგავსი თემები