საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის 150 წევრს კორონავირუსი დაუდგინეს

The New York Times-ის ინფორმაციით, საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის 150 წევრს კორონავირუსი დაუდგინეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებულები მეფე ფეისალის სახელობის კლინიკაში მკურნალობენ. რეანიმაციის განყოფილებაში იმყოფება ერთ-ერთი პრინცი, რომელიც ერ-რიადის გუბერნატორია.

84 წლის მეფე სალმანი კი საკუთარ სასახლეში თვითიზოლაციაში რჩება. თვითიზოლაციაში იმყოფებიან მემკვიდრე პრინცი მუჰამედ იბნ სალმან ალ საუდი და მთავრობის წევრები.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საუდის არაბეთის ხელისუფლებამ უმკაცრესი ზომები მიიღო. ქვეყნის ყველა დიდი ქალაქი კარანტინის რეჟიმში ცხოვრობს. სახლიდან გამოსვლა მხოლოდ სურსათის და მედიკამენტების შესაძენად არის დაშვებული.

საუდის არაბეთში ამ დროისათვის კოვიდ 19-ის 3287 შემთხვევაა დადასტურებული. კორონავირუსმა უკვე იმსხვერპლა 174 ადამიანი.

მსგავსი თემები