“სატირალია, რომ ოპოზიცია ჟორიკა რურუას გამო სასწორზე დებს საკანონმდებლო ცვლილებებს” – თეა წულუკიანი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, „ნაცმოძრაობის“ წევრ სალომე სამადაშვილს გამოეხმაურა, რომელმაც ის გიორგი რურუას, ჟორიკად მოხსენიების გამო გააკრიტიკა.

„შენიშვნა მომცეს, რატომ მოვიხსენიებ ჟორიკა რურუას ოპოზიციის ლიდერად და რატომ ვუწოდებ მას სახელს ჟორიკას, სალომე სამადაშვილმა მისაყვედურა. ერთადერთი, ნახევრად სერიოზულად იმავ ვიტყვი, რომ შემიძლია, უბრალოდ, ამ ბატონს არ დავუძახო ჟორიკა, როგორც მას მთელი დედაქალაქი ეძახის და დავუძახო ჟორიკ ან სხვა რაიმე ზედმეტსახელი. მაგრამ სატირალი ის არის, რომ ამ ოპოზიციის პოლიტიკური ლიდერი არის სწორედ ჟორიკა რურუა“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, ამას ის კი არ ამბობს, არამედ საქარველოს მეგობრები.

„მათ შირის სხვადასხვა უცხოურ ქვეყნებში, სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებში და ამას ამბობენ თავად „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“. ისინი სწორედ იქამდე არიან დასული, რომ მათი ლიდერი ვინმე კი არ არის, მათი პოლიტიკური ლიდერი არის სწორედ ჟორიკა რურუა, რომლის გათავისუფლების სანაცვლოდ სასწორზე დებენ იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელსაც თავად ითხოვდნენ. მათივე ინტერესში იყო საკონსტიტუციო ცვლილებები და მათი შედეგები სჭირდება სწორედ ამ ოპოზიციას და არა ჩვენ. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ქვეყნის ინტერესშია და ამ რეფორმას აუცილებლად გავატარებთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი თემები