„სასწრაფოს“ ექიმები მერიის დაქვემდებარებაში დაბრუნებას ითხოვენ

„მას შემდეგ, რაც რეგიონებს შევუერთდით, სრულ ქაოსში ვართ. შეიძლება ითქვას, რომ უყურადღებოდ დაგვტოვეს და იმის გაკეთებაც გვიწევს, რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ. დაბინძურებული მანქანები ჩვენი დასალაგებელია და ამას გარდა, ბევრი პრობლემაა“ –  აცხადებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების  ექიმების სახელით ერთ-ერთი ექიმი „მედიაცენტრ მთავართან“ და საპროტესტო გამოსვლებს აანონსებს.

ექიმების თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა ისევ მერიის დაქვემდებარებაში დაბრუნებაა და აღნიშნული მოთხოვნით, როგორც ექიმები, ისე მძღოლები დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეიკრიბნენ.

როგორც აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, ეს არის გამაფრთხილებელი პროტესტი, რომელსაც მასშტაბური აქცია მოჰყვება.

„მას შემდეგ, რაც რეგიონულს შევუერთდით, ქაოსში აღმოვჩნდით. ჯერ თვითონ არ ჰქონდათ აწყობილი სისტემა და ახლა. ჩვენ რომ დავემატეთ, პრობლემები გაიზარდა. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, სამინისტროს დაქვემდებარებიდან ისევ თბილისის მერიის დაქვემდებარებაში გადავიდეთ და იმედს ვიტოვებ, ამ მოთხოვნას გაითვალისწინებენ“ – აცხადებენ ექიმები.

ცალკე პრობლემები აქვთ სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მძღოლებსაც. მათი თქმით, ხელფასების კუთხითაც ცვლილებებია საჭირო.        

მსგავსი თემები