სასწრაფოდ შესამუშავებელია მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა – დიმიტრი ხუნდაძე

​საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ ქალაქ მცხეთასა და მცხეთის რაიონში პრობლემად რჩება მორატორიუმი, რომელიც ქალაქ მცხეთაში უკვე სამი წელია მოქმედებს.

მისივე თქმით, სასწრაფოდ შესამუშავებელია გენგეგმა, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო დღემდე ვერ მოხერხდა.

რაც შეეხება რეგიონალურ და ინფრასტრუქტურული განვითარებას, დეპუტატის ექვსწლიანი ანგარიშის თანახმად, 2012 წლიდან დღემდე ქვეყანაში 3 მილიარდ 140 ათასი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.

„არსებული საბიუჯეტო რესურსიდან გამომდინარე, ყველა პრობლემის ერთიანად მოგვარება შეუძლებელია. ჯერ კიდევ არსებობს სოფლები, სადაც მოსაწესრიგებელია გზები, წყალგაყვანილობა, ბუნებრივი აირი“ – აცხადებს ხუნდაძე.

დიმიტრი ხუნდაძემ რეგიონის ტურისტულ პოტენციალზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ 2018 წ იანვარ-აპრილში საქართველოს 5,392,303 ტურისტი ეწვია, 2018 წელს კი ტურიზმიდან შემოსული თანხა 3 მილიარდი ლარი იქნება.

აღსანიშნავია, რომ 10 ივლისს, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, ქალაქ მცხეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას მუშაობის 6 წლიანი ანგარიში წარუდგინა.

ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი და საკანონმდებლო ორგანოს სხვა წარმომადგენლები.

მსგავსი თემები