“სასწავლო პროცესი სექტემბერში რეგულაციების დაცვით აუცილებლად უნდა აღდგეს” – ხათუნა ზახაშვილი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, სასწავლო პროცესი სექტემბერში რეგულაციების დაცვით აუცილებლად უნდა აღდგეს. 

“სასწავლო პროცესი უნდა განახლდეს, რადგან ქვეყანა განათლების გარეშე ნამდვილად ვერ დარჩება. რეგულაციები, რა თქმა უნდა, სასწავლო პროცესებსაც შეეხებათ, რაც საერთაშორისო სტანდარტებით ეფუძნება იმას, რომ სასწავლო პროცესებს ჯანმრთელი ბავშვი და მასწავლებელი უნდა ესწრებოდეს, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც მათ აქვთ რესპირატორული სიმპტომები. ამასთან, დაცული უნდა იყოს ჰიგიენის ზოგადი წესები.

სასწავლო ოთახები შეძლებისდაგვარად უნდა განიავდეს. რეკომენდაციებზე მუშაობა კვლავაც მიმდინარეობს. ამ ყველაფრის უზრუნველყოფა კი, სასწავლო პროცესების სწორად განახლებას უზრუნველყოფს,”- განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.  

მსგავსი თემები