სასტუმროებს სახანძრო უსაფრთხოების წესები მოუწესრიგებელი აქვთ

სასტუმროების გარკვეულ ნაწილში სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვა ისევ პრობლემად რჩება. შემოწმების შედეგად, 37 სასტუმრო დაჯარიმდა, თუმცა, პრობლემა გაცილებით მასშტაბურია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მხოლოდ 100-მდე მცირე სასტუმრო შეამოწმა და უსაფრთხოების ნორმები 37 სასტუმროში დაცული არ იყო. პირველ აგვისტომდე, სამსახურს მხოლოდ იმ სასტუმროების შემოწმების უფლება ჰქონდა, რომელთა ნომრების რაოდენობა 100-ს არ აღემატებოდა. ახალი რეგულაციებით კი შემოწმებას ყველა სასტუმრო ექვემდებარება. როგორც სამსახურში აცხადებენ, შემოწმება პერმანენტულად გაგრძელდება.

არსებული რეგულაციებით, შემოწმება წელიწადში სამჯერ ხდება. დარღვევების შემთხვევაში, პირველ ჯერზე სასტუმროს მეპატრონეს რეკომენდაციებს აძლევენ, მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში კი სანქციები 2000-დან 5 ათას ლარამდეა.

მსგავსი თემები