სასკოლო ექსკურსიები მკაცრად გაკონტროლდება

სასკოლო ექსკურსიები სპეციალურ რეგულაციებს დაექვემდებარება. აღნიშნულზე ფიქრი მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაცა არა ერთი სასკოლო ექსკურსია მსხვერპლით დამთავრდა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში არც უარყოფენ, რომ რეგულაციების შემოღება ბოლო პერიოდის ტრაგიკულ შემთხვევებს უკავშირდება.

მინისტრის მოადგილე ლია გიგაურის ინფორმაციით, სასკოლო ექსკურსიებს ძალიან დიდი საგანმანათლებლო მნიშვნელობა მიენიჭება და შესაბამისი პროგრამები გაგრძელდება.

რაც შეეხება რეგულაციებს, სკოლას დაევალება, გადამყვანი კომპანიისგან მოითხოვოს მძღოლის კვალიფიკაციისა და ავტომანქანის ტექნიკური გამართულობის დამადასტურებელი დოკუმენტები. ასევე, ექსკურსია საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ იქნება ორგანიზებული თუ მშობელთა ინიციატივით, აუცილებელი გახდება სკოლა დაგეგმილ ექსკურსიაზე საქმის კურსში იყოს.

ასევე, აუცილებელი იქნება ჯგუფის შემადგენლობაში სრულწლოვანი პირი შედიოდეს, რომელსაც პირველადი სამედიცინო დახმარების კურსი ექნება გავლილი.

მსგავსი თემები