სასამართლო ხშირად, არაკეთილსინდისიერი ადამიანებისთვის მიზნის მიღწევის საშუალება ხდება – კობა ნარჩემაშვილი

შინაგან საქმეთა ექსმინისტრი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა ნარჩემაშვილი აცხადებს, რომ სასამართლო ინსტიტუტთან საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა, რადგან ხშირად ის არაკეთილსინდისიერი ადამიანებისთვის გადაწყვეტილებების გადავადების ან თავიანთი მიზნების განხორციელების საშუალება ხდება. ამის მიზეზი, სასამართლო განხილვების დროში უიმედოდ გაჭიანურებაა. 

როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე კობა ნარჩემაშვილმა განაცხადა, 2012 წლის დეკემბერში 79 ერთეულით, 338-დან 259-მდე შემცირდა მოსამართლეების რაოდენობა. ამას დაემატა პოლიტიკური გადაწყვეტილება სისხლის სამართლის პოლიტიკასთან დაკავშირებით. იმდენად დიდი იყო განსახილველი საქმეების რაოდენობა, რომ მოსამართლეები ვეღარ აუდიოდნენ საქმეს. მთელი ამ ხნის განმავლობაში, იუსტიციის საბჭოს არც ერთხელ ამ საკითხზე არ უმსჯელია.

” სასამართლო ​ინსიტიტუტთან მიმართებაში საჭიროა მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა, ხელისუფლებების გადანაწილება ურთიერთპატივისცემას საჭიროებს, მაგრამ ვერც სასამართლო გაჩერდება თავის გადაწყვეტილებებში და ვერც პოლიტიკური გუნდი, რომ არ იყოს აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგში.  ერთია ჩვენ რას ვხედავთ საერთაშორისო ფონდებისა და ორგანიზაციების შეფასებებში და მეორეა რას ხედავს ხალხი. ის რეიტინგები რაც იდება, აბსოლუტურად სამართლიანია. ის, რომ გამამართლებელი განაჩენებისა და სამართლიანი გადაწყვეტილებების მიხედვით წინა ხელისუფლების დროს სასამართლო იყო 78-ე ადგილზე და დღეს არის მე-18-ზე, ეს პოლიტიკური ხელისუფლების დამსახურებაა, რომელმაც შეცვალა სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა ზოგადად და არ იყო ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა. ამან ბუნებრივად გამოიწვია სასამართლოების გათავისუფლება პოლიტიკური მარწუხებისგან”, – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა “მთავარში”.

აღსანიშნავია, რომ „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI)-ის ბოლო კვლევების თანახმად, ქვეყნის გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემა არასწორი მიმართულებით ვითარდება და ამ მიმართულებით საერთოდ არაფერი იცვლება.  

მსგავსი თემები