“სასამართლო სისტემა დამოუკიდებელი გახდა”- მოსამართლეობის კანდიდატი

“უდავოა, რომ სასამართლო სისტემა ბევრად დამოუკიდებელი ხდება და გახდა ბოლო პერიოდის განმავლობაში”, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, გიორგი მიქაუტაძემ პარლამენტში განაცხადა.

გიორგი მიქაუტაძის თქმით, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა გულისხმობს ყველანაირი გავლენის დაკარგვას გარეშე პირების მხრიდან.

“სასამართლოს დამოუკიდებლობა, ავტომატურ რეჟიმში გულისხმობს ყველანაირი გავლენის დაკარგვას სასამართლო სისტემაზე გარეშე პირების მხრიდან, რასაც შესაძლოა, მტკივნეულად აღიქვამდნენ გარკვეული ჯგუფები, რომლებსაც ასეთი სურვილები შესაძლებელია ამოძრავებდეთ“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

მსგავსი თემები