სასამართლო სისტემას 8 ახალი უვადო მოსამართლე შეემატა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 8 მოსამართე უვადოდ გაამწესა. გადაწყვეტიელება საბჭომ დღეს მიიღო. უვადო მოსამართლეობას სულ 48 მოსამართლე ითხოვდა, თუმცა, საბჭომ მათგან მხოლოდ 8 მოსამართლე შეარჩია. დღეს უვადო მოსამართლეები გახდნენ:
ნატრული აკობია – ზუგდიდის რაიონულ სასამართლო;
ნატო ხუჯაძე – თბილისის საქალაქო სასამართლო;
მერაბ ჯორბენაძემ – თბილისის საქალაქო სასამართლო;
ეკა არეშიძე – თბილისის საქალაქოს სასამართლო;
გია ბერაია – ახალციხის რაიონული სასამართლო;
ლერი თედორაძე – ქუთაისის საქალაქო სასამართლო;
იდირა მაშანეიშვილი – ბათუმის საქალაქო სასამართლოში;
სალიხ შაინიძე – ბათუმის საქალაქო სასამართლო.

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დეპუტატების ნაწილი იუსტიციის საბჭოს რეფორმირებამდე და მოსამართლეთა დანიშვნის კრიტერიუმების მიღებამდე მოსამართეების უვადოდ გამწესებაზე მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვს.საუბრის დასასრულიდაწერეთ შეტყობინება..

მსგავსი თემები