„სასამართლო რეფორმების შეფასება საქართველოში“ – გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა სასამართლოში და სახელმწიფოს წინააღმდეგ აღძრული და მოგებული საქმეების რაოდენობა გაზრდილია

საფრანგეთის ექსპერტების საერთაშორისო ქსელის  „Amicus Curiae“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა და სამართლის უმაღლესი კვლევების ინსტიტუტის პროგრამის დირექტორმა ჰაროლდ ეპინეზმა 2013-2017 წლებში განხორციელებული ქართული მართლმსაჯულების რეფორმების კვლევის შედეგები წარმოადგინა, რომლის მიხედვით სასამართლო რეფორმის რამდენიმე ტალღის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა სასამართლოში და სახელმწიფოს წინააღმდეგ აღძრული და მოგებული საქმეების რაოდენობა.საქმეების ელექტრონულად გადანაწილების პრინციპს სასამართლო განხილვების მიუკერძოებლობის ხელშემწყობად მიიჩნევს მოსამართლეთა 78%; პროკურორთა 88% და ადვოკატთა 52%; მოსამართლეთა მხრიდან სასამართლოს დამოუკიდებლობის მაღალი შეფასება და საკუთარი სტატუსისა და პოზიციის პოზიტიური აღქმა ასახავს მთავრობის მიერ მართლმსაჯულების სიტემის რეფორმაში ჩადებულ ძალისხმევას და „უკიდურესად მნიშვნელოვანია ქვეყანაში ძლიერი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის არსებობისათვის, მოსამართლეთა 75%-ზე მეტის აზრით,  აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება, აგრეთვე, სასამართლოს მენეჯმენტი, პატივს სცემს სასამართლოსა და თითოეული მოსამართლის დამოუკიდებლობას; მედიისა და სოციალური ქსელების მხრიდან მათი დამოუკიდებლობის პატივისცემაში ეჭვი ეპარება 54%-ს, რაც, ანალიზის ავტორთა მოსაზრებით, წარმოქმნის მედიის როლის დაზუსტების საჭიროებას  სასამართლო პროცესების გაშუქებისას.

კვლევავში გამოკითხულია ბიზნესიც და დასტურდება, რომ სასამართლო აღარ წარმოადგენს ბიზნესზე ზეწოლის იარაღს, რასაც წინა წლებში სისტემური ხასიათი ჰქონდა.

„პრობლემად რჩება სასამართლოში საქმის განხილვის ხანგრძლივობა, რასაც ხშირად  ახლავს ფინანსური სახსრების ყადაღა; ეს ყველაფერი კი უარყოფითად აისახება ბიზნესოპერაციებზე; აგრეთვე, მოსამართლეთა კვალიფიკაციის საკითხი, განსაკუთრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში“, – ვკითხულობთ ნაშრომში

მკვლევრის შეფასებით, სასამართლო რეფორმების პოზიტიური შედეგები შეიძლება იყოს მოდერნიზაციის ახალი ტალღის საფუძველი. ამის მისაღწევად მეცნიერის რეკომენდაციებს იძლევა.

„შესაძლებელია ელექტრონული მომსახურების სისტემის გაფართოება სასამართლოში − ციფრული მომსახურების განვითარების სტრატეგიის შემუშავება და დანერგვა; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფარგლებში პლურალიზმის წახალისება; ბიზნესისათვის დავების მოგვარების ალტერნატიული, სწრაფი და სანდო მექანიზმის დანერგვა, მედიაციის როლის ზრდა და სხვა“, – აღნიშნულია ნაშრომში.

მსგავსი თემები