სასამართლო პროცესზე ადვოკატი გარდაიცვალა

იურისტი, „ადვოკატთა ასოციაციის“ წევრი ადვოკატი ნოდარ ილურიძე, სასამართლოში, პროცესის მსვლელობისას გარდაიცვალა. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ სასამართლოში გაუცხადეს, ადვოკატი, მოულოდნელად ცუდად გახდა და ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისრომ გამოძიება  სისხლის სამართლის კოდესის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანას მუხლით დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

მსგავსი თემები