სასამართლომ კიწმარიშვილის სარჩელი არ მიიღო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ია კიწმარიშვილის სარჩელი არ მიიღო. ეროსი კიწმარიშვილის მეუღლე სარჩელით „რუსთავი 2-ის“ 30%-ის გადაცემას ითხოვდა. შესაბამისად, ია კიწმარიშვილს უარი ეთქვა დავის დასრულებამდე უზრუნველყოფის ღონისძიებაზე ყადაღის გამოყენების შესახებ.

სასამართლოს გადაწყვეტილების მიზეზები ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა და ”რუსთავი 2”-ის დირექტორმა, პაატა სალიამ განმარტა.

„მოტივი და საფუძველი არის ის, რომ 2009 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ეროსი კიწმარიშვილის სარჩელი გარიგების ბათილად ცნობისა და შპს “პანორამასთვის” გადაცემული წილების უკან დაბრუნების თაობაზე სასამართლოს მიერ უკვე განხილულია. ეს გადაწყვეტილება კანონით ძალაშია შესული. მაშინ მას უარი ეთქვა ამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე და შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესიდან გამომდინარე, დაუშვებელია, ერთ და იგივე საფუძვლებით, ერთი და იგივე მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვა“, – განაცხადა სალიამ.

მსგავსი თემები