“სასამართლომ გაიზიარა პოზიცია, რომ არსებობს გიორგი რურუას მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე” – პროკურორი

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში ბრალდებული გიორგი რურუას საქმის პროკურორის, ვასილ სამხარაძის თქმით, ბრალდების მტკიცებულებათა ერთობლიობით გიორგი რურუას მიმართ წარდგენილი  ბრალდება დასტურდება.

როგორც პროკურორმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სასამართლომ გაიზიარა ბრალდების პოზიცია, რომ არსებობს გიორგი რურუას მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

„დღეს დასრულდა გიორგი რურუას საქმეზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. დაიკითხა 34 მოწმე, გამოკვლეულია სამი ობიექტის ვიდეო ჩანაწერები, ასევე გამოკვლეულია წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები, რომელიც არის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, რურუას ნერწყვის ნიმუში, ასევე მისი ტანსაცმელი. ამ მტკიცებულებათა ერთობლიობით ბრალდების მხარე თვლის, რომ ნამდვილად დაადასტურა წარდგენილი ბრალდება. ასევე, დღეს იმსჯელა სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობაზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე. ბრალდების მხარე არ დაეთანხმა ამ გარემოებას და მიუთითა, რომ არსებობს მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, სასამართლომ გაიზიარა ეს არგუმენტები“, – განაცხადა საქმის პროკურორმა, ვასილ სამხარაძემ.

მსგავსი თემები