სასამართლომ ბესიკ თამლიანი პატიმრობაში დატოვა

20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ბესიკ თამლიანი თბილისის საქალაქო სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ  მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა, რის შემდეგაც ადვოკატმა აღკვეთი ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დააყენა.

ადვოკატის განცხადებით, არ არსებობს მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე, რასაც არ დაეთანხმა ბრალდების მხარე. მათი თქმით, დაცვის მხარეს ახალი არსებითი გარემოება პატიმრობის შესაცვლელად არ წარმოუდგენია.

საბოლოოდ, მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და ბესიკ თამლიანი პატიმრობაში დატოვა.

მსგავსი თემები