სარფის საბაჟოზე 41 000 ლარის არადეკლარირებული ოქროს ნივთები ამოიღეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოავლინეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულში მხილებულმა პირებმა, საბაჟო – გამშვები პუნქტი “სარფი”-ის გავლით, საქართველოში მალულად შემოიტანეს, არადეკლარირებული ძვირფასი ლითონის ნაკეთობები.

ამოღებულია ჯამში 517 გრამი ოქროს ნაკეთობა, რომლის საბაჟო ღირებულება 41 000 ლარს აღემატება.

საქმეზე დაწყებულია გამოძიება, დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები