სარალიძის საქმემ დაგვანახა, რომ ქვეყნის ძალოვანი უწყებები და სასამართლო სისტემა ცვლილებებს საჭიროებს – კობა ნარჩემაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დეპუტატ კობა ნარჩემაშვილის აზრით, საქართველოს მართლმსაჯულებისა და სამართალწარმოების სფერო საჭიროებს ტრანსფორმირებას. საჭიროა ცვლილებები  პროკურატურაში, სასამართლო ინსტიტუციებსა და ძალოვან უწყებებში, რაც შეიძლება განახორციელოს ნებისმიერმა ადამიანმა, რომელსაც აქვს სათანადო ხედვები.

​როგორც მედიაცენტრმთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე კობა ნარჩემაშვილმა დღეს განაცხადა, შეინარჩუნებს თუ არა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თანამდებობას, მისთვის უცნობია, მაგრამ მიაჩნია, რომ სარალიძის საქმემ ამ ცვლილებების საჭიროება კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა.

​შესაძლებელია ამ თვალსაზრისით გარკვეული ცვლილებები უკვე დაგვიანებული არის, მაგრამ გასათვალისწინებელია ის, თუ რა მემკვიდრეობა ერგო მმართველ პარტია “ქართულ ოცნებას” წინამორბედისგან”, – აცხადებს იგი.

მისივე შეფასებით, “ნაციონალური მოძრაიბის” მმართველობის დროს სისტემა იმდენად უსამართლო და ძალმომრეობითი იყო, რომ ხელისუფლების მიერ ძალის კანონიერად გამოყენებაც კი დისკრედიტებული იყო.

“ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის დროს მოსახლეობის განწყობა იყო სამართლიანობის აღდგენა და უსამართლობისგან დაღლილი ხალხი ითხოვდა ძალიან ბევრი ადამიანის პატიმრობიდან გათავისუფლებას. “ნაციონალური” მმართველობის დროს სისტემა იმდენად უსამართლო და ძალმომრეობითი იყო, რომ ხელისუფლების კანონიერად გამოყენებაც კი დისკრედიტებული იყო. პოლიციის მოქმედება ბოლო პერიოდში, ხშირად ძალიან კანონიერიც, მოსახლეობამ უკანონოდ აღიქვა. ყველამ უნდა ვიცოდეთ რომ წესრიგი და სიმშვიდე დგას ძალის კანონიერ გამოყენებაზე. იმავე წლებში გამოძიებამ დაკარგა თავისი შინაარსი, ის იმდენად ფორმალური იყო, რომ არ იყო სავალდებულო მტკიცებულებების წარმოდგენა”, – აცხადებს ნარჩემაშვილი.

მსგავსი თემები