ზაზა სარალიძე ხელისუფლებას დროს 10 ივნისამდე აძლევს – რა უთხრა პრემიერმა შვილმოკლულ მამას


საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და შვილმოკლული მამის, ზაზა სარალიძის შეხვედრა კონკრეტული შეთანხმებით დასრულდა. დაზარალებული ხელისუფლებას კონკრეტულ ვადას აძლევს, თუ პირობა არ შესრულდა, სისტემის დანგრევასთან დაკავშირებით მოთხოვნა ისევ გაჩნდება.

„ჩვენი მოთხოვნაა, 10 ივნისამდე კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას. ამ საქმესთან დაკავშირებით,  თუ 10 რიცხვამდე კონკრეტული ნაბიჯები არ იქნება გადადგმული, აბსოლუტურად იგივე პოზიციაზე ვიქნები, რომ სისტემა უნდა დაინგრეს”, – განაცხადა სარალიძემ.

​როგორც მოკლული მოზარდის მამა ამბობს, პრემიერის დაპირების მიუხედავად აქციების შეწყვეტას არ აპირებს და ის პარალელურ რეჟიმში გაგრძელდება.

“საბოლოო სიტყვა მითხრა პრემიერმა, – არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მე გადავდგები თუ არაო. ჩვენ წაყენებული გვაქვს კონკრეტული მოთხოვნები, მის გადადგომასთან დაკავშირებით. თუ 10 რიცხვამდე კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგმება, ყველა ნახავს შედეგებს. უნდა დააკავონ არა მარტო მკვლელი, არამედ საქმის გამყალბებლებიც, მათ შორის მირზა სუბელიანი. მინისტრი იყო, გამომძიებელი, ვინ გასცა ფარდულის დანგრევის ბრძანება და ა.შ. ყველა მოთხოვნა უცვლელად რჩება, სისტემა უნდა დაინგრეს. პრემიერმა მითხრა, – ახლავე დავტოვებ თანამდებობას, ჩემი გადადგომა თუ გინდაო.  ველოდები შედეგებს. მე ვითხოვ სისტემის ჩამოშლას. გახარიამ ვერაფერი მითხრა, რა უნდა ეთქვა?!“, – განუცხადა ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მსგავსი თემები