საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა შესაძლოა, გურამ მაჭარაშვილმა დაიკავოს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კახიანი შესაძლოა, გურამ მაჭარაშვილმა შეცვალოს.

აღნიშნულ თანამდებობაზე გურამ მაჭარაშვილის კანდიდატურა იმ შემთხვევაში მოიაზრება, თუ გიორგი კახიანს პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე დანიშნავენ, რომელიც ამჟამად კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტს იკავებს.

საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილების მიზნით “ქართულ ოცნებაში” კონსულტაციები მიმდინარეობს. უმრავლესობას ორი ვიცე-სპიკერისა და რამდენიმე კომიტეტის თავმჯდომარეს დასახელებისთვის ერთკვირიანი ვადა აქვს. არსებული ინფორმაციით, ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე გიორგი კახიანის კანდიდატურაც განიხილება.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო თანამდებობები და უმრავლესობა 12-მა დეპუტატმა დატოვა, რომელთა შორისაც ყოფილი პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი და ყოფილი ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური არიან.

მსგავსი თემები