“საპროტესტო აქციები კი არა, ეს იქნება ღირსების დაბრუნებისთვის ბრძოლა” – დავით ჭიჭინაძე

„პოლიტიკამ დღეს პარლამენტი დატოვა და ის გადაინაცვლებს ქუჩაში. საპროტესტო აქციები კი არა, ეს იქნება ღირსების დაბრუნებისთვის ბრძოლა, ამიტომ მნიშვნელობა აღარ აქვს  ვინ გადადგება”, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ე.წ. „ამბოხებული“ მაჟორიტარები, არა თუ ბიძინა ივანიშვილს, არამედ თავისი რაიონის სუს-ის ხელმძღვანელობასაც კი ვერ უწევენ წინააღმდეგობას.

“აქ ჩვენ, საზოგადოებამ, ხალხმა უნდა დავიბრუნოთ ღირსება იმისთვის, რომ პოლიტიკოსებს ერთხელ და სამუდამოდ ვასწავლოთ ჭკუა, რომ მათ დაპირების შესრულება ისწავლონ. რადგან მოტყუება, ფლიდობა, სიცრუე  გახდა პოლიტიკოსების სახე ჩვენს ქვეყანაში.

რაც შეეხება ე.წ. „ამბოხებულ“  მჟაორიტარებს, მათ სიას რომ გადახედავ, ესენი არა თუ ბიძინა ივანიშვილს თავისი რაიონის სუს-ის ხელმძღვანელობასაც კი ვერ უწევენ წინააღმდეგობას. ასე რომ, „ქართულმა ოცნებამ“ დღეს აბსოლუტური ლუსტრაცია მოახდინა მთელი თავისი ლიდერებით და რადგან კვლავაც ცდილობენ სპექტაკლის გაგრძელებას, ამიტომ „ქართული ოცნება“ საერთოდ უნდა გაქრეს როგორც საარჩევნო სუბიექტი. ამის ერთადერთი საშუალება კი ის არის, რომ  იგივე გზით გავაგრძელოთ მოძრაობა, თავის დროზე როგორც „მოქალაქეთა კავშირს“ მოვექეცით”, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მსგავსი თემები