საპრეზიდენტო კანდიდატი დავით უსუფაშვილი ცესკოში დარეგისტრირდა

დავით უსუფაშვილი  ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დარეგისტრირდა. ის სამ  პოლიტიკურ სუბიექტს – „შენების მოძრაობას”, “თავისუფალი დემოკრატებსა” და “ეროვნული ფორუმს” წარმოადგენს. მის საარჩევნო შტაბს კი თემგიზ შერგელაშვილი უხელმძღვანელებს.

“დღეიდან ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას, რათა ჩვენი კანდიდატის  საბოლოო რეგისტრაცია მოხდეს. დავით უსუფაშვილი, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი დღევანდელ მოცემულობაში მისი წარსული საქმიანობიდან, მთელი ოცდაათწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე ყველაზე მეტად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციით დღეს განსაზღვრულ პრეზიდენტის ფუნქციებს და ვფიქრობთ, რომ ჯანსაღი, ინსტიტუციურად დალაგებული სახელმწიფოს მშენებლობისთვის საქართველოს მოქალაქეებს დავით უსუფაშვილის სახით ძალიან კარგი არჩევანი აქვთ. ეს არ არის მხოლოდ სამი პარტიის კანდიდატი, ამ პროცესებში ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც შეიძლება აქამდე პოლიტიკურად იმდენად აქტიურები არ ყოფილიყვნენ, რადგან თავიანთ პროფესიულ მოღვაწეობას ეწეოდნენ. ჩვენი ამოცანები არამარტო ამ საპრეზიდენტო არჩევნებს, არამედ უკავშირდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს,” – აღნიშნა შერგელაშვილმა.

მსგავსი თემები