საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პოზიცია 8 სექტემბრის შემდეგ გახდება ცნობილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, მმართველი პარტია “ქართული ოცნების” წევრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით მმართველი გუნდის პოზიცია საზოგადოებისთვის მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც დასრულდება კანდიდატურების დასახელება.

„საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირები​თ „ქართული ოცნების“ პოზიცია, ალბათ, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც დასრულდება კანდიდატების დასახელება ანუ 8 სექტემბრის შემდეგ სავარაუდოდ და ეს ასე მოხდება. ეს არის ჩემი პირადი პოზიცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

როგორც ცნობილია, მმართველი პარტია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დასახელებას არ გეგმავს, რაც, ქვეყნის პრემიერის, მამუკა ბახტაძის შეფასებით, დემოკრატიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, რათა ოპოზიციურ პარტიებს ჰქონდეთ მეტი შესაძლებლობა პრეზიდენტის სავარძლისთვის იბრძოლონ.

აღსანიშნავია, რომ “ქართული ოცნების” მხარდაჭერილ კანდიდატად სალომე ზურაბიშვილი განიხილება, რომელიც არც ერთი პარტიის წევრი არ არის.

მსგავსი თემები