საპრეზიდენტო არჩევნების დროს პოლიცია ნეიტრალური იქნება – შს მინისტრი

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მისი უწყებისა და პოლიციის ძირითადი მიზანია პოლიტიკურად ნეიტრალური საპოლიციო საქმიანობა და 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც შსს სრულად ნეიტრალური იქნება.

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ცესკოს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც მინისტრმა, გიორგი გახარიამ და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ მოაწერეს ხელი.

​მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდ გარემოში ჩატარებული საარჩევნო პროცესი და არჩევნები.

“ რა თქმა უნდა, ამ არჩევნების დროსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო სრულად ნეიტრალური იქნება. ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია მშვიდ გარემოში ჩატარებული საარჩევნო პროცესი და არჩევნები. ეს მემორანდუმი იმას ითვალისწინებს, რომ ჩვენი თანამშრომლები, პოლიციის წარმომადგენლები და საერთოდ, სამინისტროს წარმომადგენლები კვალიფიკაციას აიმაღლებენ, რათა შესაბამისად და წარმატებით გაართვან თავი ამ ამოცანებსა და გამოწვევებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პოლიტიკურად ნეიტრალური პოლიცია არის გარანტი იმისა, რომ მშვიდ გარემოში, წარმატებულად ჩავატაროთ არჩევნები, რასაც აუცილებლად გავაკეთებთ”, – განაცხადა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები