„საპატრიარქოდან ველოდები ოქმს, რათა საჯაროდ გავასაჩივრო“ – მღვდელ-მონაზონი

მღვდელმონაზონი ანდრია სარია ჭყონდიდის ეპარქიიდან მისი გათავისუფლების ოქმს დღემდე ელოდება. როგორც სასულიერო პირი აცხადებს, საპატრიარქოს მისთვის ოფიციალურ დოკუმენტი ამ დრომდე არ გაუგზავნია.

„ეკლესიის სისტემა როდესაც ძველდება ძალიან უჭირს ახალი იდეებისა და პოზიციების მიღება. თან არც სურთ დაიჯერონ რომ რაიმე სასიკეთო ძვრები შესაძლებელია. მათთვის, თვითმოტყუების ეფექტი აღმატებულ ხარისხში მუშაობს. გაცვეთილ მექანიზმს უჭირს ახლის მორგება, რადგან ვერ გაუძლებს დატვირთვას, დახეთქავს ყველაფერს. შესაცვლელია მონოპოლიური დამოკიდებულება, საპატრიარქოდან ველოდები ოქმს, რათა საჯაროდ გავასაჩივრო. რუმინეთის პრეზიდენტი, დიქტატორი ნიკოლაე ჩაუშესკო მზად იყო ყველა დაეხვრიტა ვინც მის წინააღმდეგ მოქმედებდა, მაგრამ დახვრიტეს თავად (კომუნისტურ დიქტატს შეგუებული და აღმსრულებელი ყველა სიბინძურის, ვერ წარმოიდგენდა რომ ეს დრო დაუდგებოდა), მაინცდამაინც ყველაზე მძიმე ფორმებია გამოსაყენებელი ჭკუის სასწავლებლად?! დღეს კომუნისტები აღარავის სჭირდება, ჩვენ ვართ თავისუფლებას მოწყურებული ახალგაზრდები, რომლებმაც ქრისტეს მცნებები მთავარ პრიორიტეტად დავისახეთ. უკან დაიხიოს ცოდვამ, ჩვენთან ვაჭრობის დრო არ არის! ყველასთვის სათანადო პასუხი მზადაა, დამთავრდა თამაშისა და თავის ქიცინის დრო… შეინანეთ!“ – აცხადებს მღვდელ-მონაზონი ანდრია სარია.

შგახსენებთ, რომ, მღვდელ-მონაზონი ანდრია სარია, დაუმორჩილებლობის ბრალდებით, ჭყონდიდის ეპარქიის დროებითმა მმართველმა გრიგოლ კაციამ ეპარქიიდან გაათავისუფლა.

მსგავსი თემები