საპარლამენტო უმრავლესობა დაგრივილი პრობლემების გასარკვევად 24 დეკემბერს შეიკრიბება

„საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა 24 დეკემბერს, 11.00 საათზე პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში“ გაიმართება“. სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება. შეხვედრაზე მიწვეულია ეკა ბესელიაც, რომელმაც სხდომაზე დასასწრებად უცხოეთში მივლინება შეწყვიტა. უმრავლესობის სხდომის ჩანიშვნის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ მიაწოდა.

მისი განცხადებით, უმრავლესობის სხდომაზე, რომელსაც პარტიისა და პარლამენტის თავმჯდომარეები დაესწრებიან, მოწვეულია უმრავლესობის უკლებლივ ყველა წევრი.

„საპარლამენტო უმრავლესობის უკლებლივ ყველა წევრს აქვს მოწვევა უმრავლესობის სხდომაზე დასასწრებად, რომელიც ჩატარდება ხუთშაბათს, 11.00 საათზეპარტიის ოფისში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე განცხადებით, სხდომაზე საგაზაფხულო სესიაზე განსახილველ ყველა მნიშვნელოვან საკითხზეიმსჯელებენ.

„უმრავლესობის სხდომაზე განვიხილავთ საგაზაფხულო სესიის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის სასამართლოსთან დაკავშირებულ თემას. სხდომაზე მსჯელობა გვექნება პრეზიდენტის მოხსენებასთან დაკავშირებით, რომელიც ასევე, საგაზაფხულო სესიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ასევე, ვიმსჯელებთპარლამენტის თავმჯდომარის წლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით და კომიტეტების მუშაობისანგარიშებთან დაკავშირებით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი თემები