საპარლამენტო კომისიის წევრებმა, ხორავას ქუჩის საქმეზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მოსაზრებები მოისმინეს

თბილისში, 7 თვის წინ ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები, სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე კომისიის მუშაობის მიმდინარეობასა და მის მიერ ინიცირებული ორი რეკომენდაციის შესახებ იმსჯელეს.
კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც შევხვდებიან არასრულწლოვნებს და  სხვა მოწმეებსაც დაკითხავენ, სხვა მიმართულებითაც ექნებათ კონკრეტული რეკომენდაციები და კონკრეტული დასკვნები.

კომისიის წევრის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის განცხადებით, შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საინტერესო მოსაზრებები გამოთქვეს, დაისვა საკითხი გარკვეულ იურიდიულ პრობლემებზე.

„დაისვა საკითხი გარკვეულ იურიდიულ პრობლემებზე, რეგლამენტის მიხედვით, ამ ეტაპზე რამდენად აქვს კომისიას უფლება გასცეს რეკომენდაცია და ამ ტიპის რეკომენდაცია, რომ, ზოგადად, არა გამოძიება, არამედ, კონკრეტული პირის მიმართ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა, რამდენად არის ამ პირის ქმედებაში დღევანდელი მოცემულობით და არსებული მტკიცებულებებით იმ დანაშაულის ნიშნები, რაც რეკომენდაციაშია მოცემული. ამასთან დაკავშირებით, დღეს ვიმსჯელებთ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები