საპარლამენტო დელეგაცია ქუვეითში შეხვედრებს მართავს

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ქუვეითის სახელმწიფოში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში, პირველი შეხვედრები ქუვეითის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებთან და ქუვეითის სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტ ალი ალ-გჰანიმთან გაიმართა.

მხარეებმა საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის საკითხები, ორმხრივი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები, ტურიზმის სფერო და საინვესტიციო შესაძლებლობები განიხილეს.

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რომელსაც უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ხელმძღვანელობს – მომდევნო შეხვედრებს ქუვეითის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) თავმჯდომარესთან და ქუვეითის პრემიერ მინისტრთან გამართავს.

ვიზიტში საპარლამენტო უმრავლესობიდან გოჩა ენუქიძე, სავალან მირზოევი და ილია წულაია, ხოლო საპარლამენტო უმცირესობიდან ირმა ნადირაშვილი მონაწილეობენ.

მსგავსი თემები