“საოკუპაციო ხაზთან, ახალი გარემოებები შეიცავს რისკებს” – ევროკავშირის ელჩი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განაცხადებით, საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება რისკებს შეიცავს.

მისი თქმით, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ეცდება ბრიუსელის ინფორმირებას, რათა ვითარება სტაბილური იყოს და არ გაუარესდეს.

„ძალიან შეწუხებული ვარ მეც და ევროკავშირის ყველა სტრუქტურაც. ცხადია, ჩვენ გვაქვს ერთმანეთში მუდმივი კავშირი, ვგულისხმობ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს. საოკუპაციო ხაზთან, ახალი გარემოებები შეიცავს რისკებს და მოაქვს სტაბილურობისთვის არასასურველი შედეგები. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ეცდება ბრიუსელის ინფორმირებას იმისთვის, რომ სიტუაცია სტაბილური იყოს და არ მოხდეს გაუარესება“, – განაცხადა ჰარცელმა.

მსგავსი თემები