„საოკუპაციო საზღვარი იმ საზღვარს მისდევს, რაც სააკაშვილმა დაადგინა“ – სიმონ ნოზაძე  

„ჩორჩანას ტერიტორიაზე ისეთი განსაკუთრებული არაფერი ხდება, რაც აქამდე არ მომხდარა.  მათი საოკუპაციო საზღვარი სწორედ იმ საზღვარს მოსდევს, რაც ექსპრეზიდენტმა ამ ადმინისტრაციულ ერთეულს დაუდგინდა“ –  ეს განცხადება ხაშურის მაჟორიტარმა დეპუტატმა სიმონ ნოზაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

როგორც საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელმა აღნიშნა ოკუპანტების მხრიდან საქართველოს მოქალაქეების გატაცების 15 ფაქტი იყო დაფიქსირებული ამ ტერიტორიიდან.

„15 ფაქტი იყო დაფიქსირებული ამ ტერიტორიებიდან გატაცების. ის, რაც დღეს ხდება, ბუნებრივია, უარყოფით ემოციებს, იწვევეს, რადგან, ოსეთი საქართველოს ტერიტირაა. ჩორჩანას ტერიტორიაზე უკანონო ბორდერიზაცია განსაკუთრებული შემთხვევა არ არის. ზოგადად, როცა ტერიტორია ოკუპირებულია, არსებობს პრობლემა, მაგრამ რაიმე განსხვავებული არაფერი ხდება. ორივე მხარე, ერთმანეთს პრეტენზიებს უყენებს. ოსებს, თითქოს მათი მოსახლეობის უსაფრთხოების გაძლიერება სურს, ჩვენც ეს მიგვაჩნია პრიორიტეტად, რადგან ამ ტერიტორიებიდან მოსახლეობას იტაცებენ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაყჰავთ” -აღნიშნა სიმონ ნოზაძემ.

რაც შეეხება ოკუპანტების მხრიდან  ე.წ. საზღვრის ჩაკეტვით შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისს, დეპუტატი აცხადებს, რომ ეს სწორედ ცხინვალის ე.წ. მთავრობის ბრალია.

„ქართული მხარე ყოველთვის მზადაა ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს ცხინვალსაც და აფხაზეთსაც. თუ ვერ უწევს, ეს ცხინვალის ე.წ. მთავრობის ბრალია. საჭიროა მათთან მუშაობის გააქტიურება“ – განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა, ხაშურის მაჟორიტარმა დეპუტატმა, სიმონ ნოზაძემ, „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო ძალებმა, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ უკანონო ინსტალაციები აღმართეს.  

მსგავსი თემები