„სანტიაგო ბერნაბეუ“ მედიკამენტებისა და სურსათის საწყობად გადაიქცა

მადრიდის „რეალის“ საშინაო სტადიონზე „სანტიაგო ბერნაბეუზე“ კორონავირუსის პანდემიის დროს, დროებით მედიკამენტებს, სურსათსა და სხვა საჭირო ნივთებს შეინახავენ.

როგორც „რეალის“ ვებვერდზეა აღნიშნული, სტადიონზე შეინახავენ ნებისმიერ ნივთს ან მასალას, რის შემდეგაც, მათ მთავრობისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების მითითებით გაანაწილებენ.

„რეალმა“ თავის განცხადებაში მოუწოდა ყველა სპორტულ ორგანიზაციას, გაიღონ ნებისმიერი სახის შემოწირულობა და „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მიიტანონ.

მსგავსი თემები