„სანდრა რულოვსის მხარდაჭერა ტერორის მხარდაჭერას ნიშნავს“ – მერაბ ქვარაია

საპარლამენტო უმრავლეობს წარმომადგენელი, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია აცხადებს, რომ ზუგდიდი მერობის კანდიდატ სანდრა რულოვსს მხარს არ დაუჭერს.

„ზუგდიდი სანდრა რულოვსს მხარს არ დაუჭერს. ის უდრის მიხეილ სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“, ზუგდიდისთვის კი ეს ყველაფერი კოშმარული ახლო წარსულია, სადაცა არის უსამართლობა, დაუცველობა და სახელისუფლებო ტერორი. დღეს ზუგდიდი სხვა რეალობის წინაშეა. ჩვენ გვჭირდება მეტი განვითარება, სტაბილურობა, ახალი სამუშაო ადგილები , მეტი ინფრასტრუქტურული პროექტები, წინსვლა და არა ნაბიჯი უკან ამ საშინელი წარსულისკენ. ამიტომაც ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს არც დღეს და არც მომავალში წარმატების არანაირი შანსი არ აქვს,” – აცხადებს მერაბ ქვარაია

მსგავსი თემები