“სანდო კადრებს გადაეცათ იარაღი” – კაციტაძე სამთავრობო ცვლილებებზე

„ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა კაციტაძეს ბოლო მომენტამდე ეგონა, რომ ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის კანდიდატად გიორგი გახარიას დაასახელებდა.

როგორც კაციტაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სამთავრობო ცვლილებები 2020 წლის არჩევნებთანაა დაკავშირებული. მისი შეფასებით, ეს არის გზავნილი, ხელისუფლების მხრიდან, რომ არჩევნები იქნება აგრესიული, ხისტი და ყველა იმ ფორმებითა და საშუალებებით დახუნძლული.  

ამასთან, კაციტაძის მტკიცებით, ხელისუფლებამ ერთი წლით ადრე მიიღო გადაწყვეტილება, თუ როგორ უნდა ჩაეტარებინათ არჩევნები.

“ბოლო მომენტამდე მეგონა, რომ ივანიშვილი გახარიას პრემიერ-მინისტრის კანდიდატად არ წარადგენდა. შემდეგ კი, როდესაც ეს მოხდა, დავრწმუნდი, რომ ცოტა უკეთესი წარმოდგენა მქონია ივანიშვილზე, ვიდრე რეალურად არის. გახარიას დანიშვნას დაემატა ღარიბაშვილის დანიშვნა იარაღის მაკონტროლებელ მინისტრად.

შს მინისტრი გახდება პრემიერი, ყოფილი პრემიერი და შს მინისტრი მოდის თავდაცვის სამინისტროში, ანუ სანდო კადრებს კონტროლის ქვეშ გადაეცათ იარაღი. გარდა ამისა, არჩევნების პერიოდში, ზოგადად, საქართველოში და კონკრეტულად ზუგდიდში, თავისი ქმედებებით გამორჩეული გახარია ახლა უკვე პრემიერ-მინისტრად მოგვევლინება”, – განაცხადა მამუკა კაციტაძემ “მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები