სამხრეთ კორეაში კორონავირუსის 79 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 5 აპრილის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

სამხრეთ კორეაში 5 აპრილის შემდეგ „კოვიდ-19“-ის ახალ შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსის 79 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან 68 შიდა გადაცემის შედეგია. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ჯერ კიდევ არ არის დადასტურებული, უკავშირდება თუ არა ახალი შემთხვევების ზრდა ე.წ. ღამის კლუბის კლასტერს, რომელთანაც უკვე 200-ზე მეტი შემთხვევაა დაკავშირებული.

ღამის კლუბებში გავრცელებული ინფექციის ფონზე, კარანტინში სულ 4,150 ადამიანი იქნა გადაყვანილი.

მსგავსი თემები