“სამწუხარო ფაქტთან გვაქვს საქმე, მკვლელები აღმოჩნდნენ შეწყალებულთა სიაში“ – ზვიად ძიძიგური

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგური, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ, პატიმრების შეწყალებას ეხმაურება.

როგორც ზვიად ძიძიგური აცხადებს, მისთვის კატეგორიულად მიუღებელი “მკვლელების” შეწყალება. მისი თქმით, აუცილებელია ამგვარი ტიპის მასალამ, რომელიც შეწყალებას ეხება სათანადო ფილტრი გაიაროს.

„სამწუხარო ფაქტთან გვაქვს საქმე, რაც გამოიხატება იმაში, რომ მკვლელები აღმოჩნდნენ შეწყალებულთა სიაში. ეს არის მოვლენა, როდესაც ისეთი ჰუმანური აქტი, რასაც შეწყალება ჰქვია, რაც გამთლიანებას და ჰარმონიას უნდა იწვევდეს საზოგადოებაში, პირიქით, იწვევს უკმაყოფილებას. ეს კატეგორიულად მიუღებელია. მიმაჩნია, რომ როდესაც რამდენიმე ათასი ადამიანი მოგმართავს შეწყალების მოთხოვნით, ძნელია შემდეგ ეს გაფილტრო. ამან რაღაც ფილტრი უნდა გაიაროს“,-განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

მსგავსი თემები