“სამწუხაროდ, მრევლს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ” – საპატრიარქო

“ავტომანქანების გადაადგილების აკრძალვით, ხელისუფლება მრევლს სააღდგომო მსახურებაში მოანწილეობის უფლების შესაძლებლობას არ აძლევს” – ამის შესახებ განცხადებას საპატრიარქო ავრცელებს.

“გუშინ, 16 აპრილის საღამოს, მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ 17 აპრილს, ანუ ვნების პარასკევს 12 სთ-დან მსუბუქ მანქანებს ეკრძალებათ გადაადგილება, რამაც მოსახლეობაში, და რა თქმა უნდა, სასულიერო პირთა და მორწმუნეთა შორისაც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

აღნიშნული აკრძალვა საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. როგორც შემდეგ სატელეფონო საუბრით გაირკვა, სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს გადაადგილების საშუალება ექნებათ როგორც დღევანდელი, ისე სააღდგომო მსახურებისთვის. სამწუხაროდ, მრევლს ამის შესაძლებლობას არ აძლევენ” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი თემები