სამშენებლო ნარჩენების დაყრისთვის, ჯარიმა გაიზრდება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სამშენებლო ნაგვის დაყრისთვის, კანონი უნდა გამკაცრდეს და ჯარიმის ოდენობა გაიზარდოს.

როგორც თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო ნარჩენების დასაყრელად ადგილებია გამოყოფილი, სამშენებლო კომპანიები თბილისის სხვადასხვა ადგილებში ყრიან ნარჩენებს და აბინძურებენ გარემოს. 

“სამშენებლო ნაგვის დაყრა ჯერ კიდევ პრობლემაა თბილისში. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული ადგილები გვაქ გამოყოფილი, სადაც სამშენებლო ნაგავი უნდა დაიყაროს, მაინც ისინი დადიან და სადაც თავისუფალ ადგილს ნახავენ ამ ნაგავს ყრიან. მინდა სწრაფად დავიწყოთ კანონში ცვლილებების შეტანა, რომ გაიზარდოს ჯარიმები. უნდა გამკაცრდეს ამ მიმართულებით მიდგომა,” – განაცხადა თბილისის მერმა. 

მსგავსი თემები