სამშენებლო ნაგვის მეორად გამოყენებაზე უნდა ვიფიქროთ – ნინო ჩხობაძე

გარემოს დამცველის, არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძის განცხადებით, ბოლო წლებში, სამშენებლო ნაგავი თბილისისა და მისი შემოგარენისთვის სერიოზულ პრობლემად იქცა, რაც ისედაც მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. ქარის დროს ნაგავი ჰაერში იფანტება, ხოლო წვიმის დროს მდინარეებში ხვდება და აბინძურებს მას.

​ნინო ჩხობაძე თბილისის მერიას ურჩევს, სამშენებლო ნაგვის გადამუშავების მიმართულებით იფიქრონ, რაც ევროპის ქალაქებში უკვე აპრობირებული და დანერგილია. სამშენებლო ნარჩენს ამსხვრევენ და ხელახლა იყენებენ, თუნდაც საგზაო სამუშაოებში.

“სამშენებლო ნარჩენები სერიოზული პრობლემაა. ამაზე კომპლექსურად უნდა ვიმუშაოთ ყველა დასახლებულ პუნქტში. უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ მაქსიმალურად ბევრი, სხვადასხვა მეთოდები გამოვიყენოთ, მათ შორის ერთ-ერთი არის აპრობირებული მეთოდი, რასაც ევროპაში მიმართავენ. სამშენებლო ნარჩენებს ამსხვრევენ და ხელახლა ამუშავებენ, იყენებენ, თუნდაც გზების დასაგებად. შესაძლოა ეს დღევანელი თემა არ იყოს, მაგრამ ამაზე უნდა ვიმუშაოთ”, – აცხადებს ნინო ჩხობაძე.

მსგავსი თემები