„სამუშაო ჯგუფში ეკა ბესელია მოხვდება თუ არა, დიალოგი გამოავლენს“ – ირაკლი კობახიძე მოსამართლეების თემაზე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეკა ბესელიას პრესკონფერენციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მოსამართლეების საკითხის გადადება უმრავლესობის გადაწყვეტილება იყო და არა კონკრეტული ერთი დეპუტატის დამსახურება. მისივე განცხადებით, სამუშაო ჯგუფში ეკა ბესელია მოხვდება თუ არა, ამას დიალოგი გამოავლენს.

„რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხის გადადებას საგაზაფხულო სესიისთვის, ეს გადაწყვეტილებამიღებულ იქნა უმრავლესობის წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილების შესაბამისად- ეს იყო რეალური სურათი. რაც შეეხება პროცედურასდა კრიტერიუმებს, ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, რომელიც არის უკვე დაანონსებული“,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტისთავმჯდომარე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელიას მიერ დღეს გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულგანცხადებას.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, როგორც პროცედურა, ასევე, კრიტერიუმები, ორ ფორმატში – სამუშაო ჯგუფისა და საპარლამენტო ფორმატში გაიწერება.

„ამ ფორმატებში ჩვენ გვექნება მსჯელობა შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან ერთად და ამ დიალოგის საფუძველზე შევჯერდებით პროცედურასა და კრიტერიუმებზე, რასაც, ბუნებრივია, ალტერნატივა არ აქვს. ეს არის საუკეთესო გადაწყვეტა იმ საკითხისა, რაზეც ჩვენერთად უნდა ვიმსჯელოთ“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

რაც შეეხება სამუშაო ჯგუფის ფორმატს, ირაკლი კობახიძის თქმით, შემადგენლობა იმავე პრინციპების შესაბამისად განისაზღვრება, რომელთა საფუძველზეც თავიდანვე იყო განსაზღვრული.

„სამუშაო ჯგუფის ფორმატს რაც შეეხება, შემადგენლობა დაზუსტდება და შემადგენლობა განისაზღვრება იმავე პრინციპების შესაბამისად, რომლის საფუძველზეც ეს შემადგენლობა თავიდანვე განისაზღვრა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ჩვენს კოლეგებთან თანამშრომლობისსაფუძველზე, დავაკონკრეტებთ იმას, თუ ვინ იქნება წარმოდგენილი სამუშაო ჯგუფში“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კითხვაზე, ჯდება თუ არა აღნიშნულ კრიტერიუმებში ეკა ბესელია, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დიალოგის შედეგად გადაწყდება, თუვინ იქნება პერსონალურად ჩართული ჯგუფის მუშაობაში.

„იქნება კონკრეტული დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან. ამ ფორმატში ასევე ჩართულნი არიან საერთაშორისო პარტნიორები, სხვასუბიექტები, სამივე შტო ხელისუფლების და ამის საფუძველზე გადაწყდება ის, თუ ვინ იქნება პერსონალურად ჩართული სამუშაო ჯგუფისმუშაობაში“, – განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.

მსგავსი თემები